1921 წლიდან

ველედა - ანთროპოსოფიით შთაგონებული კომპანია

ყველაფერი კლინიკითა და ფარმაცევტული ლაბორატორიით დაიწყო, რომელიც ჰოლანდიელმა ექიმმა, ავსტრიელმა ფილოსოფოსმა და მიუნხენელმა ქიმიკოსმა და ფარმაცევტმა დააფუძნეს. დღეს ის ჰოლისტიკური ბუნებრივი, ბიოლოგიური კოსმეტიკისა და ანთროპოსოფიული წამლების მსოფლიოში წამყვან მწარმოებელ კომპანიად იქცა. მისი დევიზი "ბუნებასა და  ადამიანთან ჰარმონიაში" ბევრად მეტია, ვიდრე ხმამაღალი ფრაზა – ეს შემეცნების ჭეშმარიტი სისტემაა, რომელიც კომპანიის დაარსების დღიდან გამოიყენება.

როგორ დაიწყო ყველაფერი

1920 წელს სამი ინტელექტუალი და სულიერი პიონერი ახალი იდეების დანერგვას შეუდგა, რომლებიც ანთროპოსოფიული სწავლებისა და კვლევითი საქმიანობის ცალკეული ცდების სახით არსებობდა ევროპაში. 1921 წელს იტა ვეგმანმა (1876-1943) შვეიცარიის ქალაქ არლესჰაიმში გახსნა კლინიკურ-თერაპიული ინსტიტუტი – საავადმყოფო, რომელიც ავადმყოფების სამკურნალოდ ანთროპოსოფიულ მედიცინას იყენებდა. ვენაში დაბადებული ქიმიკოსი ოსკარ შმიდელი (1887-1959) ჯერ კიდევ მიუნხენის უნივერსიტეტში სწავლის პერიოდში მუშაობდა იტა ვეგმანთან და რუდოლფ შტაინერთან (1861-1925). დოქტორ ვეგმანთან ერთად ის ფითრის პირველი პრეპარატის შექმნაზე მუშაობდა, რომელიც კიბოს სამკურნალოდ დღემდე გამოიყენება.

რევოლუციური იდეის პირველი პროდუქტები

1920 - 1923

ამ სამმა პიონერმა პირველი ფარმაცევტული ნაწარმი შექმნა კონცეფციის მიხედვით, რომელიც დღესაც ველედას წარმოების ფილოსოფიას შეადგენს – მედიცინამ სტიმული უნდა მისცეს ორგანიზმის თვითგანკურნების უნარს. რევოლუციურმა იდეამ წინ გაუსწრო თანამედროვე სამედიცინო კვლევების დასკვნას: გამოჯანმრთელება მართლაც შეიძლება გამოიწვიოს კომპლექსურად შემუშავებულმა წამლებმა, რომლებიც ორგანიზმს თვითგანკურნებაში უწყობს ხელს.

 

კომპანია ველედას ისტორია იწყება 1920 წელს, როცა შტაინერმა და ვეგმანმა დააარსეს Futurum AG სააქციო საზოგადოება ფუტურუმი (‘მომავალი’) არლესჰაიმში, შვეიცარიაში, ხოლო მისგან დამოუკიდებლად შტაინერის თანამონაწილეობით დაარსდა Der Kommende Tag AG სააქციო საზოგადოება „დერ კომენდე ტაგ“ (ხვალინდელი დღე) შტუტგარტში, გერმანიაში -  ეკონომიკური და სულიერი ღირებულებების გასავითარებლად. ორივე კომპანიას ჰქონდა ქიმიური და ფარმაცევტული განყოფილებები, რომლებსაც ქიმიკოსები, ექიმები და ფარმაცევტები უძღვებოდნენ. ამ კომპანიების მიზანი იყო ახალი სოციალური სამწევრიანობის იდეის რეალიზება და გავრცელება, რაც ითვალისწინებდა ეტაპობრივი ეკონომიკური რეფორმების გატარებით ახალი ეკონომიკური ზრდისთვის იმპულსის მიცემას. გარდა ამისა, ამ კომპანიებს ფინანსურად უნდა უზრუნველეყოთ ანთროპოსოფიული მოძრაობის სხვადასხვა ინიციატივის განვითარება. მაგალითად შტუტგარტში თავისუფალი ვალდორფის სკოლის ჩამოყალიბება და დორნახში გოეთეანუმის მშენებლობა. ამიტომ შტაინერი ყოველთვის ხაზს უსვამდა, რომ ამ მიზნის მისაღწევად წამლებიც და  კოსმეტიკური პროდუქტებიც მომგებიანნი უნდა ყოფილიყვნენ და ერთმანეთი არ უნდა დაეფინანსებინათ.

1921 წლიდან

1921 წელს Futurum AG-მ გამოისყიდა გოეთეანიუმში არსებული კვლევითი ლაბორატორია, რომელსაც დოქტორი ოსკარ შმიდელი ხელმძღვანელობდა, და ის ქიმიურ-ფარმაცევტულ საწარმოო ლაბორატორიასთან გააერთიანა, რომელსაც ფარმაცევტი ერნსტ ჰაიმი უძღვებოდა. ამავე წლის აგვისტოში კომპანიამ მეზობელ არლესჰაიმში გადაინაცვლა და სწორედ აქედან დაიწყო დღევანდელი ველედას ისტორია.

ამ მომენტიდან, კომპანიის მთავარი მიმართულება გახდა წამლებისა და ბუნებრივი კოსმეტიკის წარმოება, რომელიც ადამიანის, საზოგადოებისა და ბუნების მიმართ ერთიან - ჰოლისტიკურ მიდგომას ითვალისწინებს. ერთი წლის განმავლობაში ველედას ასორტიმენტი 120 სხვადასხვა პროდუქტამდე გაიზარდა, ფინანსური მოსაზრებების გამო, ორი კომპანია გაერთიანდა და შეიქმნა არლესჰაიმის საერთაშორისო ლაბორატორა და სააქციო საზოგადოება "კლინიკური თერაპიული ინსტიტუტი ".

სახელად ველედას დარქმევა

1924 - 1933

1924 წლისთვის მსოფლიოს მასშტაბით გაიზარდა მოთხოვნა წამლებსა და ბუნებრივ კოსმეტიკურ პროდუქტებზე, რამაც ველედას რამდენიმე ფილიალის დაარსება გამოიწვია. პირველი ფილიალი 1924 წელს საფრანგეთში გაიხსნა, 1925 წელს – ნიდერლანდებში და დიდ ბრიტანეთში, მომდევნო წელს – ავსტრიასა და ჩეხოსლოვაკიაში, ხოლო 1931 წელს კომპანიას ამერიკის შეერთებული შტატებიც შეუერთდა.

1924 წელს, შტაინერის რჩევით ფირმას დაერქვა Weleda - გერმანთა მკურნალი და ნათელმხილველი ქალის სახელის მიხედვით, რომელიც კელტური წარმოშობის უნდა იყოს და წინასწარმეტყველს ნიშნავს. მასვე ეკუთვნის კომპანიის ლოგოს დიზაინიც, რომლის ცენტრში წარმოდგენილი ესკულაპეს სტილიზებული კვერთხი მასზე შემოხვეული გველით - მკურნალობის სიმბოლოა, ხოლო მის გარშემო გამოსახული გაცემისა და მიღების ჟესტები ველედას სამედიცინო და სოციალური მიდგომის განსახიერება.

კლასიკური პროდუქტების შექმნა

ათწლეულის ბოლოსთვის ველედას 12 ადამიანი ჰყავდა დასაქმებული შვებიშ გმიუნდის კომპანიაში. ამ პირველი ათწლეულის განმავლობაში შემუშავდა კლასიკური პროდუქტები, რომლებიც დღემდე პოპულარობით სარგებლობს ველედას მომხმარებლებში. პროდუქტების დღევანდელ კატალოგში და ვებგვერდზე თქვენ შეგიძლიათ ნახოთ როზმარინის თმის ზეთი (1922), კალციუმის კომპოზიცია (1924), არყის ხის ელიქსირი (1924), არნიკას სამასაჟე ზეთი (1926), კანის კრემი (1927) და წიწვის სააბაზანო რძე (1927). 1932 წლიდან ველედა რეგულარულად აწვდიდა თავის მომხმარებელს ინფორმაციას ჟურნალაში Weleda Nachrichten (‘ველედას ახალი ამბები’). მეორე მსოფლიო ომის პერიოდში ჟურნალი აკრძალული იყო, დღეს ის ნახევარმილიონიანი ტირაჟით გამოდის.

1933 - 1976

მეორე მსოფლიო ომი ველედამ, როგორც შვეიცარულმა კომპანიამ, პრაქტიკულად უდანაკარგოდ გადაიტანა. ევროპული ეკონომიკური ბუმის პერიოდში – 50-იან, 60-იან წლებში – პროდუქტების ასორტიმენტი გაიზარდა. შეიქმნა ახალი კლასიკური პროდუქტები, როგორიცაა ჩაი მეძუძური დედებისთვის (1950), ქაცვის ელექსირი (1955), კანის გამაცოცხლებელი ტონიკი (1959), საპარსი კრემი (1960), ლავანდის  სააბაზანო რძე (1961), ფეხის ბალზამი (1962) და წაბლის შამპუნი (1966). 1960 წელს კი , ჩვილისთვის განკუთვნილი კალენდულას ზეთის ბაზარზე გატანით სათავე დაედო ჩვილისა და ბავშვის კანის მოსავლელი პროდუქტების სერიას, რომელიც ბიოდინამიკური წესით გაშენებული კალენდულას ნაყენით დღემდე მზადდება.

ველედას გავრცელება მთელ მსოფლიოში

1952 წელს ველედას ფრანგული კომპანია გაფართოვდა და ახალი საწარმო გახსნა სან ლუიში, ელზასში. დაფუძნდა აგრეთვე სხვა საერთაშორისო ფილიალები იტალიაში (1953), ახალ ზელანდიაში (1955), შვედეთში (1956), ბრაზილიასა (1959) და არგენტინაში (1965).  

1976 წელს მნიშვნელოვანი წარმატება იყო ის, რომ ველედას თანამშრომლებმა მუშაობა დაიწყეს გერამნული ჰომეოპათიური ფარმაკოპეის მონოგრაფიებზე. მას შემდეგ ველედა პასუხს აგებს ინფორმაციაზე ნუსხაში არსებული პრაქტიკულად ყველა წამლის შესახებ, რომლის წარმოება მინერალურ, სითბურ და რიტმულ დამუშავებას ითვალისწინებს.

1977 - 2004

1992 წელს ველედა უკვე 30 ქვეყანაში იყო წარმოდგენილი, მისი ასორტიმენტი კი 10 000-მდე დასახელების პროდუქტს ითვლიდა. ამ დროისთვის სულ უფრო მეტი ყურადღება ეთმობოდა გარემოზე ზრუნვას და გაიზარდა მოთხოვნა ბუნებრივ კოსმეტიკაზე, რამაც ძველი რეცეპტურების გადახედვა და ახლის შექმნა განაპირობა. 1990-იან და 2000-იან წლებში კიდევ რამდენიმე საერთაშორისო ფილიალი დაარსდა: ველედა ჩილე – 1992 წელს, ველედა პერუ – 1993 წელს, ველედა იაპონია – 1999 წელს, ველედა სლოვაკეთი – 2000 წელს და ველედა ფინეთი – 2004 წელს.

ველედას შემოსვლა საბჭოთა სივრცეში 1989 წლის 9 აპრილის ტრაგიკულ მოვლენებს უკავშირდება. ველედამ ჰუმანიტარული დახმარების სახით, 9 აპრილს მოწამლულების დასახმარებლად, კომენდანტის საათის მოხსნისთანავე  პირველივე თვითმფრინავით წამლები გამოაგზავნა თბილისში, რომლებსაც 8 თვის მანძილზე გერმანელი ექიმები ნიშნავდნენ საგანგებოდ ამ მიზნისთვის გახსნილ „მოწამლულთა დისპანსერში“. ამ მკურნალობამ შეძლო გარდატეხა მოეხდინა პაციენტების ჯანმრთელობის მდგომარეობაზე და მათ მწვავე ჩივილები მოუხსნა. ექიმების თავდადებული შრომა და ეფექტური წამლები გახდა საფუძველი ქართულ-გერმანულ ურთიერთობაში ახალი ფურცლის შექმნის. შედეგად 1991  წელს დაფუძნდა საზოგადოება „ადამიანი და ბუნება“, რომელიც დღეს „თერაპიის სახლის“ - ქართულ-გერმანული სამედიცინო ცენტრი- სახელს ატარებს, ხოლო 1997 წელს - შპს ნატურაფარმი, რომელიც უკვე 20 წელია ველედას წამლებისა და კოსმეტიკის ექსკლუზიური დისტრიბუტორია საქართველოში.

ჯერ ისევ პიონერი

2006 წლიდან დღემდე

2006 წელს ველედა საფრანგეთმა გახსნა Espace Weleda – ჯანმრთელობის ოაზისი ექსკლუზიური სამკურნალო სპა-სალონებითა და მაღაზიებით.

2007 წელს ველედამ ბუნებრივი კოსმეტიკის სხვა წამყვან მწარმოებლებთან ერთად შექმნა არაკომერციული ინიციატივა NaTrue, რომელიც ადგენს მკაფიო საერთაშორისო ნორმებს ტერმინის ‘ბუნებრივი კოსმეტიკა’ გამოყენებისთვის და NaTrue სერტიფიკატის მინიჭებით მომხმარებლისთვის გამჭვირვალობას უზრუნველყოფს.

2011 წელს ველედამ დაარსებიდან 90 წლისთავი აღნიშნა. ის დღეს ანთროპოსოფიული წამლებისა და ბუნებრივი კოსმეტიკის მთავარი მიმწოდებელია მსოფლიოში. დღეს კომპანიაში 2 000-მდე ადამიანია დასაქმებული, რომელთაგან 70% ქალია. გარდა ამისა, ველედა უამრავ სხვა კომპანიასთან და პარტნიორთან თანამშრომლობს ისეთ სფეროებში, როგორიცაა კვლევა, საცალო ვაჭრობა და ნედლეულის მოპოვება.

ისტორიის შექმნა მემკვიდრეობის გათვალისწინებით

ველედა მუდმივად აფართოებს თავის საქმიანობას დაინტერესებული ადამიანების დახმარებით მთელს მსოფლიოში. სხვა ეროვნული კომპანიების განვითარებამ გლობალიზაციის განსხვავებული ტიპი წარმოქმნა –  ბევრ ქვეყანაში, სადაც დღეს ველედაა წარმოდგენილი, პარტნიორი კომპანიის დაფუძნებას ბიძგი მისცეს პაციენტებმა, ექიმებმა და ფარმაცევტებმა, რომლებიც ანთროპოსოფიულ წამლებს და ბუნებრივ კოსმეტიკურ პროდუქტებს დადებითად აფასებდნენ და მათზე მოთხოვნა ჰქონდათ.

ველედა ყოველთვის საკუთარი თავის, დამფუძნებლებისა და თავისი ღირებულებების ერთგული რჩება. სოციალურ, ეკოლოგიურ და ეკონომიკურ სფეროებში ის, როგორც მსოფლიო ბრენდი, დღესაც იმ პრინციპებით ხელმძღვანელობს, რომლებიც  მას დაარსებისას ჰქონდა.

აღმოაჩინე მეტი

მძლავრ პრინციპებზე დაფუძნებული წარმატებული ისტორია

დაარსების დღიდან, ველედა ახორციელებს იმ მიზნებს, რომლებიც აღმოცენდა მისი საწყისი პრინციპებიდან. მისი პროდუქცია მიზნად ისახავს ხელი შეუწყოს ადამიანებს პიროვნულ განვითარებაში, ჯანმრთელობის შენარჩუნებაში, ხელშეწყობასა და აღდგენაში. ასევე - ძალისხმევაში მიაღწიონ ფიზიკურ კეთილდღეობას და დაბალანსებული ცხოვრების წესს.

ველედას ვინაობა

სილამაზე მიიღწევა სხეულის , სამშვინველისა და სულის გაწონასწორებით

ველედა გპირდებათ სტიმული მისცეს და შთააგონოს თქვენი სხეული, სამშვინველი და სული. ამავდროულად მხარი დაუჭიროს თქვენი საკუთარი სასიცოცხლო ძალების აღდგენას და შინაგანი ბალანსის პოვნას.

ბუნებრივი სილამაზე

მედიცინის ინტეგრაციული სისტემა

ველედა ცდილობს დანერგოს მკურნალობის ჰოლისტიკური მიდგომა, ხოლო ცოდნა და გამოცდილება დააგროვოს ანთროპოსოფიული მედიცინის (იმ სისტემისა, რომელიც ფილოსოფოსმა რ.შტაინერმა და ექიმმა ი. ვეგმანმა დააარსეს) პრინციპების გათვალისწებით.

ჰოლისტიკური მკურნალობა

მდგრადობის 3 ბურჯი

ეთიკური ეკონომიკის მშენებლობით, რომელიც ღირებულებას კი არ ამცირებს, არამედ ზრდის, ველედა ცდილობს ხელი შუწყოს ყველა პარტნიორის უზრუნველყოფას სათანადო ცხოვრების პირობებით.

მდგრადობა