ფარმაცევტული წარმოების პროცესი

მაღალხარისხიანი ნედლეული და უნიკალური წარმოების პროცესები უზრუნველყოფენ მაღალი კლასის წამლების დამზადებას

წამლების დასამზადებლად ველედა მხოლოდ უმაღლესი ხარისხისა და სერთიფიცირებულ  ნედლეულს იყენებს. ამ მაღალი სტანდარტის შესანარჩუნებლად ის სამკურნალო მცენარეებს საკუთარ ბაღებში აშენებს. ველედა წარმოების ჰომეოპათიური მეთოდების გვერდით, როგორიცაა პოტენცირება, თერმული დამუშავება და მეტალებისა და მინერალების დამუშავების სპაგირიკული მეთოდები, ორიგინალურ ანთროპოსოფიულ ტექნოლოგიებს იყენებს. ესენია მეტალის სარკე, ვეგეტაბილიზებული მეტალები და Rh ხსნარები.

გარანტირებულად ხარისხიანი ნედლეული სამკურნალო მცენარეების საკუთარი ბაღებიდან

ანთროპოსოფიულ მედიცინაში წამლების ეფექტურობისთვის მნიშვნელოვანია არა მარტო შემადგენლობა, არამედ მათი წარმომავლობაც და გადამუშავების წესი - სუბსტანციის „ბიოგრაფია“. ასევე ნედლეულის ხარისხიანობა, რომელზედაც დამოკიდებულია პროდუქციის მაღალი ხარისხი და ავთენტურობა.

პარტნიორობა იმ ნედლეულის მომწოდებლებთან , რომელთა კულტივირებაც შეუძლებელია

ამის უზრუნველსაყოფად ველედას სამკურნალო მცენარეების საკუთარი ბაღები own medicinal plant gardens აქვს, მათ შორის ერთი უდიდესია ევროპაში – ბიოდინამკური წესით დამუშავებულ 20 ჰექტარ ფართზე სამკურნალო მცენარეების 180 სახეობაა გაშენებული. ამ მცენარეებში შემავალი სამკურნალო ნივთიერებები ველედას წამლებში გამოიყენება, მაგრამ, გარდა ამისა, კომპანია სამკურნალო მცენარეების ეკოლოგიური წესით გაშენების არაერთ პროექტს ახორციელებს მთელს მსოფლიოში, ხოლო ზოგიერთი ნედლეულის მისაღებად აკონტროლებს ლანდშაფტებს, სადაც შესაძლებელია ველურად მზარდი მცენარეების შეგროვება სანდო პირობებში.

 

ანთროპოსოფიულ წამლებში შემავალი სხვა აქტიური კომპონენტები შეიძლება არაორგანული, ცხოველური ან მეტალური წარმოშობის იყოს. ამ ნედლეულის წარმომავლობა აგრეთვე მნიშვნელოვანია წამლების წარმოებისთვის. მეტალები და მინერალები, რომლებსაც კომპანია იყენებს, არ წარმოადგენს „ნაყიდ“ მზა  პროდუქტებს, მათ ის ბუნებრივი  მადნეულიდან გადაამუშავებს.

ფარმაცევტული წარმოების პროცესი

მაღალი ხარისხის ნედლეულის გარდა ველედას წამლების ხარისხისა და ეფექტურობისთვის დიდი მნიშვნელობა აქვს აგრეთვე წარმოების პროცესებს, რომლებიც ამ ნედლეულმა უნდა გაიაროს, და სპეციალურ რეცეპტურებს, რომელთა შემადგენლობაში ის ინგრედიენტების სახით შევა. ნედლეულის გადამუშავებისას ველედა პირველ რიგში, შესაბამისი ფარმაკოპეებით ხელმძღვანელობს – ეს მოიცავს ხარისხის შეფასებას და რეგულარულ კონტროლს სახელმწიფო ინსტიტუციების მხრიდან.

 

ხდება ნედლეულის ნიმუშების ხშირი ამოღება და შემოწმება, რათა დარწმუნდნენ, რომ ნედლეული არ არის დაბინძურებული პესტიციდებითა და მძიმე მეტალებით და არც ბექტერიებით ან სოკოებით არის ინფიცირებული.

ნედლეულის დამუშავების სამი საფეხური

ველედას ნედლეულის გადამუშავების გამორჩეული ტექნოლოგიები აქვს – სპეციალური რიტმული პროცესი, სითბური პროცესი და მეტალებისა და მინერალების უნიკალური წესით დამუშავება. გარდა ამისა, მას აქვს წარმოების სამი უნიკალური პროცესი, რომელიც მხოლოდ ველედაში ხორციელდება: მეტალის სარკე, მეტალების „ვეგეტაბილიზაცია“ და Rh-მეთოდი

მეტალის სარკე

მეტალის სარკე კონკრეტული მეტალის „გამაახალგაზრდავებელი“ ერთგვარი ხერხია.  ამ საწარმოო პროცესისთვის მეტალს ათხევადებენ და შემდეგ აორთქლებენ ვაკუუმში ტემპერატურის თანამიმდევრული ზრდის პირობებში. ამ დროს მეტალი მინის სინჯარის კედლებზე კონდენსირდება და სარკეს წარმოქმნის. ამ პროცესისას მეტალი, რომელიც შეიძლება მილიონობით წელს ითვლიდეს, სუფთავდება და “ახალგაზრდავდება“. ეს „ახალი“ მეტალი „ძველთან“ შედარებით უფრო აქტიურად და დინამიკურად მოქმედებს.

„ვეგეტაბილიზებული“ მეტალი

მეტალის „ვეგეტაბილიზაციისთვის“ მადნიდან ან ბუნებაში არსებული მეტალიდან ამზადებენ ხსნარს და შემდეგ ამ პრეპარატით „ანოყიერებენ“ ნიადაგს, რომელშიც სამკურნალო მცენარე იზრდება. მცენარეს ყვავილობის პერიოდში კრეფენ, მისგან კომპოსტს ამზადებენ და მომდევნო წელს ამ კომპოსტით ახალ კვალს ანოყიერებენ მცენარის იგივე სახეობისთვის. ამ პროცესს კიდევ ერთხელ იმეორებენ და შემდეგ მესამე თაობის მცენარეს წამლად გადაამუშავებენ.

უსიცოცხლო მეტალი ცოცხალი პროცესის ნაწილი ხდება და ამ გზით ის უფრო მაღალპოტენციური და დინამიკური ხდება.

Rh-მეთოდი

Rh-მეთოდის (Rh აღნიშნავს რიტმს – rhythm) დახმარებით ნედლი მცენარიდან ამზადებენ წყლიან ხსნარებს. მცენარის გამოწურულ წვენს, დილის საათებში, თანდათან აცხელებენ 37° C-მდე და სპეციალურ დანადგარში რიტმულად ანჯღრევენ. საღამოს, წვენს აცივებენ 4° C-მდე და ისევ ანჯღრევენ რიტმულად. დღის და ღამის განმავლობაში კი წვენი სიმშვიდეშია. ეს მეორდება რამდენიმე კვირის მანძილზე. ასე მიღებული ფერმენტირებული წვენი კონსერვანტების გარეშე იხუფება და გრილ ადგილას ინახება.

 

წყლიანი Rh-ხსნარები მხოლოდ მცირე მოცულობის, 20 მლ-იანი შეფუთვით არსებობს, რადგან ბოთლის გახსნის შემდეგ პროდუქტის ვარგისიანობის ვადა შეზღუდულია. ეს მეთოდი განსაკუთრებით კარგია ბავშვებისთვის განკუთვნილი წამლების დასამზადებლად, რადგან ის სპირტის გამორიცხვის საშუალებას იძლევა, რომელსაც ხშირად კონსერვანტის სახით იყენებენ.

შეიტყვეთ მეტი მკურნალობის ჰოლისტიკური მეთოდის შესახებ

ჯანმრთელობა უწყვეტი პროცესია

სალუტოგენეზი, როგორც ჯანმრთელობის წარმოშობის მეცნიერება, ყურადღებას ამახვილებს ფაქტორებზე, რომლებიც ადამიანის ჯანმრთელობას უწყობს ხელს და არა იმ ფაქტორებზე, რომლებიც დაავადებას იწვევს.

სალუტოგენეზი

ინტეგრაციული მედიცინის სისტემა

ანთროპოსოფიული მედიცინა ინტეგრაციული სისტემაა, რომელიც მკურნალობაში იყენებს როგორც ტრადიციულ, ისე ანთროპოსოფიულ წამლებსა და მეთოდებს.

ანთროპოსოფიული მედიცინა

წონასწორობის აღდგენა

ანთროპოსოფიული მედიცინის თერაპიის მეთოდები ოთხ (საორგანიზაციო) დონეს შორის წონასწორობას ემყარება. ეს დონეებია: ფიზიკური დონე; სასიცოცხლო ძალების დონე ანუ სიცოცხლისუნარიანობა; მენტალური დონე და ინდივიდუალური დონე ანუ ეგო.

მკურნალობის მეთოდები