სახის კანის გამაცოცხლებელი ტონიკი

აცოცხლებს და სინატიფეს მატებს ნებისმიერი ტიპის კანს

ხალასი და გამამხნევებელი, ნაზი და ეფექტური ტონიკის გამოყენების შემდეგ კანი სუფთა და გამოცოცხლებულია.

დახასიათება

დახასიათება

აღწერა

ვეგანური გამაცოცხლებელი ტონიკი შესანიშნავი ნაბიჯია გასუფთავების შემდეგ კანის რაფინირებისა და ტონიზირებისთვის. ჰამამელისის  და ვარდის ექსტრაქტის წყალობით ფორები მცირდება, კანი ნაზდება და მზადაა მოვლის შემდეგი ნაბიჯისთვის.

 

უპირატესობები

  • აუმჯობესებს  კანის გარეგნულ იერს
  • აცოცხლებს კანს და ამცირებს ფორებს
  • გამამხნევებელი სურნელი აქვს
  • უნარჩუნებს კანს ბუნებრივ ტენიანობას
  • კანთან თავსებადობა დერმატოლოგიურად გამოცდილია

საერთაშორისო ხარისხის ნიშანი: NaTrue

“ნატურალური კოსმეტიკა” ყოველთვის 100% ნატურალური არ არის. NaTrue არის ხარისხის საერთაშორისოდ აღიარებული პირველი ნიშანი ბიოლოგიური და ბუნებრივი კოსმეტიკისთვის. მისმა დაწესებამ არსებული ნიშნების „ჯუნგლებში“ სიხცადე შეიტანა. ყოველი პროდუქტი, რომელიც NaTrue ნიშანს ატარებს, უმაღლესი სტანდარტების შესაბამისია.

ნიშანი Vegan

ნიშანი Vegan ვიზუალურად გამოარჩევს პროდუქტებს, რომლებიც არ შეიცავს ცხოველური წარმოშობის არცერთ ინგრედიენტს. Weleda-ს ყველა კოსმეტიკური პროდუქტის და საკვები დანამატის მოხმარება დასაშვებია ვეგეტარიანელებისთვის, რომლებიც უარს ამბობენ ხორცსა და თევზზე.

Organic

ეს ეტიკეტი იძლევა გარანტიას, რომ ველედა იყენებს ბიო-მეურნეობიდან მოწეულ მაღალხარისხოვან, სერთიფიცირებულ  ნედლეულს.

შემადგენლობა

შემადგენლობა

თავისუფალია სინთეზური კონსერვანტების, არომატიზატორებისა და საღებავებისაგან, არ შეიცავს ნავთობიდან მიღებულ ნედლეულს.

გამოყენების წესი

გამოყენების წესი

Image of Cleansing And Moods - Mini
Image of Cleansing And Moods - Mini

კანის გაწმენდის შემდეგ დაასველეთ ბამბის დისკი გამაცოცხლებელი ტონიკით და ნაზად გადაისვით სახეზე, ყელსა და დეკოლტეზე. მოარიდეთ თვალებს.