სალუტოგენეზი

ჯანმრთელობის წყაროების გამოვლენა და გამოყენება

„სალუტოგენეზის“ (ლათინური სიტყვიდან salus – ჯანმრთელობა, და ბერძნული სიტყვიდან genesis – წარმოშობა) კონცეფცია 1970-იან წლებში მედიცინის სოციოლოგმა აარონ ანტონოვსკიმ (1923-1994) ჩამოაყალიბა. ის „ჯანმრთელობის განვითარებას“ აღწერს, როგორც ჯანმრთელობის წყაროების აღმოჩენისა და გამოყენების პროცესს.

სალუტოგენეზი – ჯანსაღი ცხოვრების გასაღები

სალუტოგენეზი, როგორც ჯანმრთელობის წარმოშობის მეცნიერება, ყურადღებას ამახვილებს ფაქტორებზე, რომლებიც ადამიანის ჯანმრთელობას უწყობს ხელს და არა იმ ფაქტორებზე, რომლებიც დაავადებას იწვევს. სალუტოგენეზური მოდელი ჯანმრთელობას, სტრესსა და ფსიქოფიზიოლოგიურ ადაპტაციას შორის ურთიერთკავშირს ეყრდნობა. ანტონოვსკის მიხედვით, ადამიანის ჯანმრთელობა არ არის სტატიკური, ის განვითარების უწყვეტ პროცესს წარმოადგენს. ეს ნიშნავს, რომ ყოველი ადამიანი თავისი ჯანმრთელობის საკუთარ წყაროებს აღმოაჩენს და თავად წყვეტს, რის გაკეთებაა საჭირო მენტალური კომფორტისა და საერთო ჯანმრთელობის შესანარჩუნებლად.

რას ნიშნავს იყო საკუთარი ჯანმრთელობის წყარო

სამეცნიერო ცოდნა ბუნებასა და ადამიანში ბიოლოგიური რიტმების მნიშვნელობის შესახებ ძალიან მნიშვნელოვანია ანთროპოსოფიული თერაპიისთვის, რომელიც ადამიანის თვითგანკურნების უნარის გამოყენებაზეა ორიენტირებული. ის პაციენტს ეხმარება, თავად გახდეს საკუთარი ჯანმრთელობის წყარო, რომლის გააქტიურებითა და გაძლიერებით ის შეძლებს დაავადების დაძლევას და გამოჯანმრთელდება ან გაიუმჯობესებს ცხოვრების ხარისხს იმ შემთხვევაში, თუ საქმე ქრონიკულ დაავადებას ეხება.


ანთროპოსოფიულ მედიცინაში სალუტოგენეზის მნიშვნელობა მდგომარეობს „კოჰერენტულობის შეგრძნების“ შექმნაში (გაგების, დაძლევადობისა და აზრიანობის განცდა). ამის გათვალისწინებით პაციენტს, თუმცა ის დროებით ავად და სუსტად არის, აქვს შესაძლებლობა, იყოს თანხმობაში თავის თავთან და გარემოცვასთან, რადგან აცნობიერებს, რომ ცხოვრებაში და საზოგადოებაში სწორი ადგილი იპოვა.

ჩვენი შინაგანი ძალების გაძლიერება

თუ ჩვენ ავადმყოფობის პერიოდში სავსე ცხოვრებით შეგვიძლია ცხოვრება, მაშინ ჩვენ ნაკლებად ვიხრებით იმისკენ, რომ ეს ცხოვრებისეული გამოწვევები დასჯის ან დანაშაულის ფორმად მივიჩნიოთ. პირიქით, ავადმყოფობა იძლევა შესაძლებლობას, აქტიური შესწავლისა და გამოკვლევის გზით ვაღიაროთ დაავადება, გამოცდილება კი ჩვენს პიროვნულ ზრდას განაპირობებს. ეს, თავის მხრივ, აძლიერებს ჯანმრთელობის ხელშემწყობ ჩვენს შინაგან ძალებს და დადებითად აისახება ობიექტურად შეფასებულ „ჯანმრთელობაზე“.

შეიტყვეთ მეტი ჰოლისტიკური ჯანმრთელობის შსახებ

უნიკალური წამლები

ველედას წამლები მზადდება ოფიციალური ფარმაკოპეების სტატიების მიხედვით, ხოლო საწარმოო პროცესში გამოყენებულია გარდაქმნის სამი სახე

წარმოება

წონასწორობის აღდგენა

ანთროპოსოფიული მედიცინის თერაპიის მეთოდები ოთხ (საორგანიზაციო) პრინციპს შორის წონასწორობის აღდგენას ემყარება. ეს პრინციპებია: ფიზიკური დონე; სასიცოცხლო ძალების დონე ანუ სიცოცხლისუნარიანობა; მენტალური დონე და ინდივიდუალური დონე ანუ ეგო.

მკურნალობის მეთოდები

ინტეგრაციული სამედიცინო სისტემა

ანთროპოსოფიული მედიცინა ინტეგრაციული სისტემაა, რომელიც თერაპიაში იყენებს, როგორც ტრადიციულ, ისე ანთროპოსოფიულ სამკურნალო მეთოდებს

ანთროპოსოფიული მედიცინა