ანთროპოსოფიული მედიცინა

ანთროპოსოფიული მედიცინა წარმოადგენს ინტეგრაციული მედიცინის აკადემიური ჯანმრთელობის ცენტრების კონსორციუმის მიერ განსაზღვრული ინტეგრაციული მედიცინის საუკეთესო პრაქტიკულ მაგალითს.

ინტეგრაციული მედიცინის პრაქტიკა

ველედა  პრაქტიკაში ახორციელებს ანთროპოსოფიულ მედიცინას, სისტემას რომელიც 1920-იანი წლების დასაწყისში შეიქმნა და ევროპაში  აღიარება ჰპოვა. ანთროპოსოფიული მედიცინა, როგორც ინტეგრაციული სისტემა, კონვენციურ მედიცინას ეყრდნობა და განავრცობს მას. ის ჰოლისტიკური კონცეფციაა, რომელიც იყენებს, როგორც ტრადიციულ, ისე ანთროპოსოფიულ სამკურნალო საშუალებებს.

 

მკურნალობის მიმართ მიდგომა და წამლებისა და სხვა სამკურნალო მეთოდების შერჩევა ყოველი პაციენტის შემთხვევაში ძალიან ინდივიდუალურია და მიმართულია განვითარების პროცესის გამოსაწვევად, რომელიც პაციენტის თვითგანკურნების ბუნებრივი უნარის გაძლიერებას უზრუნველყოფს.

ისტორია

ანთროპოსოფიის კონცეფცია ავსტრიელმა ფილოსოფოსმა რუდოლფ შტაინერმა Rudolf Steiner (1861-1925) შეიმუშავა. ანთროპოსოფია იკვლევს, თუ რამდენად აცნობიერებს ადამიანი თავის შინაგან ბუნებას და მის ირგვლივ არსებულ ბუნებრივ და სოციალურ სამყაროსთან  რამდენად   ჰარმონიაში ცხოვრობს.

 

ანთროპოსოფიური მედიცინის განვითარებაში დიდი წვლილი შეიტანა ჰოლანდიელმა ექიმმა და ველედას თანადამფუძნებელმა, იტა ვეგმანმა  Ita Wegman (1876-1943). ეს სისტემა კონვენციური მედიცინის გამოცდილებასა და ანთროპოსოფიის ცოდნასა და მეთოდებს ემყარება. ეს არის ინტეგრაციული მედიცინა, რომელიც არ განისაზღვრება, როგორც „ალტერნატიული მედიცინა“. ანთროპოსოფიული მედიცინა კომპლემენტარული თერაპიული სისტემების რიგს ეკუთვნის, როგორც, მაგალითად, ჰომეოპათია და ფიტოთერაპია, და ის სპეციფიკურ სამკურნალო მეთოდებსა და წამლებს იყენებს კონვენციურ მედიცინაზე დაყრდნობით.

ანთროპოსოფიული მედიცინის პრინციპები

ანთროპოსოფიული მედიცინა ყოველთვის კონვენციური დიაგნოზით იწყება – მაგრამ ექიმი ან თერაპევტი მხოლოდ დაავადების სიმპტომებით არ შემოიფარგლება. ის აგრეთვე პაციენტის ფსიქოლოგიურ, მენტალურ და სულიერ ასპექტებსაც იკვლევს, მისი თვითგანკურნების შესაძლებლობებსა და უწყვეტი განვითარების უნარს აფასებს.

 

დიაგნოსტიკასა და მკურნალობაში ფიზიკური და ემოციური ელემენტების დაკავშირება ანთროპოსოფიული მედიცინის ერთ-ერთი უნიკალური და ძირეული პრინციპია. გარდა ამისა, ექიმი ან თერაპევტი აკვირდება პაციენტის მთლიან პიროვნებას და მის თვისებებს, მათ შორის, ფიზიკური აღნაგობის ასპექტებსა და სხეულის ენას – მოძრაობებს, ხელის ჩამორთმევის ხასიათს, ძილის პარამეტრებს, სიცხისა და სიცივის აუტანლობას, სუნთქვას და ფიზიკურ რიტმებს.

ადამიანი ოთხ სიბრტყეში განიხილება:

1) მატერიალური ანუ ფიზიკური, რომელიც შეიძლება შემოწმდეს ფიზიკურად ან ტექნკურად, როგორც კონვენციურ მედიცინაში

2)   სასიცოცხლო ძალების ანუ ინდივიდის სიცოცხლისუნარიანობის

3)   მენტალური – რომელიც შეიძლება გაგებულ იქნეს, როგორც ფსიქოლოგიური ან ემოციური სფერო

4)   ინდივიდუალური – პიროვნების სულიერი ინდივიდუალობა ან ხასიათი, რომელსაც ზოგჯერ ეგოს უწოდებენ

 

დაავადების დეტალური ისტორიის შექმნისა და წამლის ინდივიდუალურად შერჩევის დროს აღდგენის პროცესისთვის გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს ექიმსა და პაციენტს შორის თანამშრომლობას. აღდგენა ერთობლივი პროცესია, რომელშიც ექიმთან ერთად პაციენტიც აქტიურად მონაწილეობს.

პროდუქტები

ანთროპოსოფიული წამლები ანთროპოსოფიული ფარმაცევტული პრინციპებისა და პროცესების შესაბამისად მზადდება, რომელთაგან ზოგიერთი საზიაროა ჰომეოპათიასთან, ზოგი კი წმინდა ანთღოპოსოფიულია და ადამიანსა და ბუნებას შორის შინაგანი კავშირის არსებობას ეფუძნება. ამ წამლების წარმოება GMP-სტანდარტებს (Good Manufacturing Practice) შეესაბამება და მათი ხარისხი ოფიციალური ფარმაკოპეების კრიტერიუმებითა და პარამეტრებით კონტროლდება.

შეიტყვეთ მეტი ჰოლისტიკური მედიცინის შესახებ

ჯანმრთლობა უწყვეტი პროცესია

სალუტოგენეზი, როგორც ჯანმრთელობის წარმოშობის მეცნიერება, ყურადღებას ამახვილებს ფაქტორებზე, რომლებიც ადამიანის ჯანმრთელობას უწყობს ხელს და არა იმ ფაქტორებზე, რომლებიც დაავადებას იწვევს.

სალუტოგენეზი

უნიკალური წამლები

წამლები მზადდება ფარმაკოპეების შესაბამისად, ხოლო წარმოების გამორჩეული მეთოდები სამ ძირითად ტექნოლოგიას ემყარება: სპეციალური რიტმული და სითბური პროცესის გამოყენებას, და მეტალებისა და მინერალების საკუთარი უნიკალური წესით დამუშავებას.

წარმოება

წონასწორობის აღდგენა

ანთროპოსოფიული მკურნალობის მიზანია ოთხ პრინციპს შორის დარღვეული წონასწორობის აღდგენა.

მკურნალობის მეთოდები