თერაპიის მეთოდები

ჰოლისტიკური თერაპიული მიდგომა, რომელიც ყურადღებას ამახვილებს ადამიანის პიროვნებაზე

წონასწორობის აღდგენა

ანთროპოსოფიული მედიცინის თერაპიული პროცესი ოთხ (საორგანიზაციო) პრინციპს შორის წონასწორობის აღდგენას ემყარება. ეს პრინციპებია: ფიზიკური დონე; სასიცოცხლო ძალების დონე ანუ სიცოცხლისუნარიანობა; მენტალური დონე და ინდივიდუალური დონე ანუ ეგო. მკურნალობის მიზანია საჭირო წონასწორობის აღდგენა, როდესაც ბალანსი მათ შორის დარღვეულია.

ანთროპოსოფიული მედიცინა ჯანმრთელობის, ავადმყოფობისა და გამოჯანმრთელების კონცეფციებს ეფუძნება, რომლებიც ზემოთ აღნიშნულ ოთხ პრინციპს შორის არსებულ ინდივიდუალურ ბალანსს ან დისბალანსს ასახავს. თუმცა, ურთიერთქმედება ამ ოთხ დონეს შორის სამ ფუნქციურ სისტემაზე აისახება – ეს არის ნერვულ-მგრძნობელობითი სისტემა, რითმული სისტემა და ეგრეთწოდებული მეტაბოლური და კიდურების სისტემა, რომლებიც, თავის მხრივ, ადამიანში სამ თვისებას უკავშირდება:

  • ნერვულ-მგრძნობელობითი სისტემა – აზროვნებას
  • რიტმული სისტემა –გრძნობას
  • მეტაბოლური და კიდურების სისტემა – ნებას

ეს სამწევრიანი სისტემა ადამიანის მთელს ორგანიზმს გამსჭვალავს და ცხოვრების სხვადასხვა ფაზაში ცვლილებებს განიცდის. ყოველი ასეთი ცვლილების დროს რიტმული სისტემა (რომელიც ნერვულ-სენსორულ სისტემასა და მეტაბოლურ/კიდურების სისტემას შორის არის ‘განთავსებული’) ახალ წონასწორობას წარმოქმნის, რომელიც ჰარმონიული ურთიერთქმედების გაგრძელების შესაძლებლობას იძლევა. შუა რითმული სისტემის ნებისმიერი დარღვევა დაავადების სხვადასხვა სიმპტომის გამოვლენას იწვევს.

თერაპია

ანთროპოსოფიული მედიცინა იყენებს როგორც კონვენციურ, ისე ანთროპოსოფიულ სამკურნალო საშუალებებს და მეთოდებს. მკურნალობისადმი მიდგომა და წამლებისა და მკურნალობის მეთოდების შერჩევა ძალიან სპეციფიკურია ყოველი პაციენტისთვის და მიზნად ისახავს პაციენტში განვითარების პროცესის აღძვრას, რომელიც თვითგანკურნების ბუნებრივ უნარს აძლიერებს და ჯანმრთელ წონასწორობას აღადგენს.

 

ანთროპოსოფიული წამლების გარდა აქ გამოიყენება სხვადასხვა გარეგანი პროცედურები, როგორიცაა ნოტიო საფენები, ჰიდროთერაპია ან სამკურნალო აბაზანები,   ფიზიოთერაპია და რითმული მასაჟი, ასევე ხელოვნებითი თერაპიის სხვადასხვა სახე: სამკურნალო ევრითმია, მუსიკა, მეტყველება და ხატვა თუ ძერწვა, ასევე ბიოგრაფიაზე მუშაობა.   ამ მეთოდებიდან ნებისმიერი შეიძლება გამოყენებულ იქნეს ნებისმიერ კომბინაციაში – მკურნალობა უაღრესად ინდივიდუალურია ყოველი ცალკეული პაციენტისთვის.

კვლევა

ანთროპოსოფიული მედიცინა თითქმის ერთი საუკუნის წინ შეიქმნა, როგორც მეცნიერებაზე დაფუძნებული სამედიცინო სისტემა. აღწერა, აღრიცხვა და კლინიკური კვლევა მკურნალობის  ამ მეთოდის მთავარი დასაყრდენია.

 

რაც შეეხება წამლებს, დროთა განმავლობაში შეიცვალა მეთოდოლოგიური მიდგომა მათ მიმართ. მდგომარეობის სუბიექტური აღწერის და მარტივი რეტროსპექტიული კვლევის ნაცვლად დღეს არსებობს მკაცრად კონტროლირებადი კვლევა, რენდომიზებული კონტროლირებადი ცდების ჩათვლით. დღევანდელი ანთროპოსოფიული მედიცინა ეფექტურად იყენებს კვლევის  მთელ სპექტრს და თავს უყრის კარგად შემოწმებულ მონაცემებს შემდგომი მოქმედებების დასაგეგმად.

უსაფრთხოება

ანთროპოსოფიული მედიცინის მკურნალობის, ანთროპოსოფიული ფარმაკოლოგიისა და ანთროპოსოფიული წამლების უსაფრთხოებას ადასტურებს კვლევების შედეგები, რომლებიც აჩვენებს, რომ ისინი, როგორც წესი, კარგად აიტანება. ყველა ანთროპოსოფიული წამალი GMP-სტანდარტების (Good Manufacturing Practice) შესაბამისად არის დამზადებული.

ეფექტურობა

ანთროპოსოფიული მედიცინის ეფექტურობა იმით იზომება, თუ რამდენად ამცირებს ან ამსუბუქებს ის ფიზიკურ ან ფსიქოლოგიურ ჩივილებს. თუმცა, მკურნალობის  ეფექტურობას ინდივიდუალურად სასურველი ყველა ეფექტის ჯამი აჩვენებს. ეფექტურობის გადამწყვეტი საზომი ორგანიზმის რეაქციაა – ეს რეაქცია კი ინდივიდუალურია.

ხარჯები

კვლევები აჩენებს, რომ ანთროპოსოფიული მეთოდით მკურნალობა კონვენციურ მკურნალობასთან შედარებით ნაკლებ ხარჯებს მოითხოვს. ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ქრონიკული დაავადებების შემთხვევაში, როდესაც მკურნალობის პერიოდი შეიძლება გახანგრძლივდეს, მათ შორის, მთელი ცხოვრების მანძილზეც. ჯანმრთელობის დაზღვევის პოლისებში წამლების მინიმალური ფასებია გაწერილი. ამიტომ ზოგიერთ ქვეყანაში სამედიცინო დაზღვევა ანაზღაურებს ანთროპოსოფიულ მკურნალობას მისი შედარებით დაბალი ღირებულების გამო.

 

დღევანდელი მრავალფეროვანი საზოგადოება საბაზრო ნიველირების სამყაროში ცხოვრობს, სადაც სულ უფრო იკლებს მრავალფეროვნება და პირადი ინდივიდუალური მომსახურება. ანთროპოსოფიული კონცეფციები საფუძვლად უდევს მედიცინას, რომელიც სულ უფრო საჭირო ხდება: დიფერენცირებული, კომპლექსური თერაპია, რომელიც ადამიანის პიროვნებაზეა ფოკუსირებული.

შეიტყვეთ მეტი ჰოლისტიკური მედიცინის შესახებ

ინტეგრაციული სამედიცინო სისტემა

ანთროპოსოფიული მედიცია ერთიანი მიდგომით ხასიათდება და ის იყენებს თერაპიაში როგორც ტრადიციულ ისე ანთროპოსოფიულ წამლებსა და მეთოდებს

ანთროპოსოფიული მედიცინა

ჯანმრთელობა უწყვეტი პროცესია

სალუტოგენეზი, როგორც ჯანმრთელობის წარმოშობის მეცნიერება, ყურადღებას ამახვილებს ფაქტორებზე, რომლებიც ადამიანის ჯანმრთელობას უწყობს ხელს და არა იმ ფაქტორებზე, რომლებიც დაავადებას იწვევს.

სალუტოგენეზი

უნიკალური წამლები

ველედას წამლები მზადდება ოფიციალური ფარმაკოპეების შესაბამისად, ხოლო დამზადების ტექნოლოგიები ემყარება სამ მნიშვნელოვან პროცესს.

წარმოება