წარმოება

აქციეთ ბუნების დამამშვიდებელი ძალა ადამიანის საჭიროების შესატყვისად

ბუნებრივი და ეფექტური

ველედა დაახლოებით 1000–მდე ბუნებრივ ნივთიერებას იყენებს თავისი კოსმეტიკური და სამკურნალო საშულებების დასამზადებლად.  ცხადია მხოლოდ ბუნებრიობა საკმარისი არ არის –  ისინი ეფექტურიც უნდა იყვნენ. მათ უნდა ჰქონდეთ უნარი გააძლიერონ და აღადგინონ ორგანიზმის თვითრეგულაციის პროცესები.

 

მცენარეები სწრაფად  იკრიფება და  რაც შეიძლება მინიმალურად მუშავდება იმისათვის, რომ  ნივთიერებებმა შეინარჩუნონ მათი თანდაყოლილი პოტენციალი. ველედას ფარმაცევტული ცოდნა და გამოცდილება განსაზღვრავს, თუ წარმოების რომელი მეთოდი შეესაბამება ცალკეულ შემთხვევას.

ანთროპოსოფიული წამლების დამზადების მეთოდები

ანთროპოსოფიულ ფარმაციაში ფართოდ გამოიყენება რითმიზაციის მეთოდი – პოტენცირება, რომელიც სითხოვან ფორმებში რითმული შენჯღრევით, ხოლო ფხვნილებში რითმული შერევით ხორციელდება. გარდა ამისა, ველედა იყენებს სითბური დამუშავების სხვადასხვა მეთოდს ნაყენის, გამონაცემის, მონახარშის, დისტილატის, დიგესციოს, ნახშირის და ნაცრის  დასამზადებლად.

საწარმოო განყოფილებები დაცულია გარემოს მავნე ზემოქმედებისაგან, როგორიცაა მაგალითად ელქრომაგნიტური და wi-fi   გამოსხივება. გარდა ამისა, მეტალებისა და მათი შენაერთების შემცველი წამლების დამზადებისას, ხდება მათზე პლანეტების ზემოქმედების გათვალისწინება და ხელსაყრელი დღე ირჩევა სპეციალური კალენდრის მიხედვით.

წარმოების პროცესები

ველედაში გამოყენებულ საწარმოო პროცესებს შორის მაცერაცია ერთერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ფარმაცევტული ტექნოლოგიაა. ამ მეთოდით ხდება ახლადშეგროვებული მცენარის, მაგ. კალენდულას დაწვრილმანება, შემდეგ მისი შერევა სპირტ–წყლიან ნარევთან და 2 კვირის განმავლობაში ოთახის ტემპერატურაზე დაყენება. ბოლოს დაწნეხვა და გაფილტვრა. შედეგად მიიღება კალენდულას ნაყენი.

გადამუშავების ყველა ფარმაცევტულ პროცესს ერთი რამ აქვთ საერთო – თითოეული აახლოვებს ნივთიერების ბუნებრივ მდგომარეობას ადამიანთან. მათი მეშვეობით ჩვენთვის ხელმისაწვდომი ხდება ბუნებრივი სუბსტანციების სამკურნალო თვისებებით სარგებლობა.

არა ცხოველებზე გამოცდას!

და ვინაიდან ველედასთვის ყველა ცოცხალი ორაგიზმის მოვლა მნიშვნელოვანია, ის და მისი მომწოდებლები უარს ამბობენ თავისი პროდუქტების ცხოველებზე გამოცდაზე.

სერთიფიცირებული NATRUE–ს მიერ

წარმოების მდგრადი მეთოდებისა და რესურსების ფრთხილი და ეკონომიური გამოყენების გამო, ველედა სერტიფიცირებულია NATRUE-ს მიერ. NaTrue არის საერთაშორისო არაკომერციული ორგანიზაცია, რომლის მიზანია ნატურალური კოსმეტიკისთვის მკაცრი და დეტალურად განსაზღვრული სტანდარტების შეთავაზება, რათა მომხმარებელმა სწორად შეძლოს ორიენტირება და დარწმუნებული იყოს შეძენილი პროდუქტის ხარისხში. საამაყოა, რომ ველედა NaTrue-ს ერთ-ერთი დამფუძნებელია.

შეიტყვეთ მეტი ველედას შესახებ

მზარდი კულტურა

დაარსების დღიდან, სამკურნალო მცენარეთა ბაღი ველედას საქმიანობის უმნიშვნელოვანეს ნაწილს შეადგენს.

ველედას ბაღები

ხარისხი სტარტიდან ფინიშამდე

ველედას ბუნებრივი კოსმეტიკის ხარისხი შედეგია კეთილსინდისიერი დამოკიდებულებისა წარმოების მთელ ჯაჭვში: ნედლეულის მოპოვებიდან დაწყებული დამზადებით, შეფუთვით და მიწოდებით დამთავრებული.

ხარისხის გარანტია

ნედლეულის მოშენება

ბუნებრივია ველედას არ შეუძლია ყველა მცენარის მოშენება. მისთვის საჭირო სამკურნალო მცენარეების 3/4 ბიოლოგიური მეურნეობიდან ან სერთიფიცირებული ველური პოპულაციიდან გროვდება.

რესურსები

NATRUE და უფრო მეტი

ბუნებრივი კოსმეტიკა ყოველთვის არ არის 100% ბუნებრივი. NATRUE არის პირველი საერთაშორისო აღიარებული ხარისხის ბეჭედი ორგანული და ბუნებრივი კოსმეტიკური პროდუქტების სერთიფიცირებისთვის, რომელსაც სიცხადე შეაქვს ეტიკეტების „ჯუნგლებში“.

სერთიფიკატები