ხარისხის გარანტია

ველედას პროდუქციის მაღალი ხარისხი შედეგია ხარისხიანი ნედლეულის მოპოვების, ხარისხიანი საწარმოო პროცესის და მზა პროდუქციის ხარისხიანი მიწოდების.

ველედას მიერ დახვეწილი ხარისხის განმარტება

ველედას ხარისხი ეფუძნება მკაცრ კრიტერიუმებს, რომლებიც ასახულია მდგრადი პროდუქტის განვითარების, ნედლეულის წარმომავლობის, წარმოების, დანამატების, პარფიუმირების, ცხოველებზე ცდების ჩატარების, შეფუთვისა და სხვა ასპექტების განმსაზღვრელ მრავალრიცხოვან რეგლამენტში.

ბუნებრივი ნედლეული ველედას პროდუქციისათვის ისე ირჩევა, რომ აქტიური ნივთიერებებისა და დამატებითი ინგრედიენტების ეფექტურობა სრულად გამოვლინდეს. ანთროპოსოფია – ადამიანური ბუნების ჰოლისტიკური, ყოვლისმომცველი გაგებაა, რომლის ფართო ინტერესს  წარმოადგენს შემეცნება იმისა, თუ როგორ მოქმედებენ ნივთიერებები ადამიანის ფიზიკურ, ემოციურ და მენტალურ სფეროზე.

ველედას პრიორიტეტია, რომ  მომხმარებლებსა და პაციენტებს საუკეთესო ხარისხი შესთავაზოს, რადგან სჯერა, რომ მხოლოდ გულდასმით შერჩეულ და გადამუშავებულ ბუნებრივ სუბსტანციებს შეუძლია ხელი შეუწყოს ორგანიზმის მრავალმხრივი და კომპლექსური ფუნქციის გაწონასწორებულ მოქმედებას.

ხარისხი უზრუნველყოფილია წარმოების მთელ ჯაჭვში

ხარისხის უზრუნველყოფისთვის მნიშვნელოვანია აგრეთვე სამეცნიერო ტესტირების მეთოდების მუდმივი გაუმჯობესება.  ველედას კოსმეტიკური პროდუქტები არ შეიცავს სინთეზურ საღებავებს, არომატიზატორებსა და კონსერვანტებს, გენეტიკურად მოდიფიცირებულ ორგანიზმებს, სილიკონებს, პარაფინს, ნავთობის სხვა პროდუქტებსა და სინთეზურ ცხიმებს. ყველგან, სადაც ეს შესაძლებელია, ველედა სერტიფიცირებული ბიოლოგიური ან ბიოდინამიკური მეურნეობიდან ან ველური პოპულაციიდან მომდინარე ნედლეულს იყენებს. ცხოველებზე ცდების ჩატარება აკრძალულია პროდუქტის როგორც წარმოების, ისე განვითარების ეტაპზე, და პარფიუმირებისთვის ის მხოლოდ და მხოლოდ ბუნებრივ ეთერზეთებს იყენებს. გარდა ამისა, ველედას პროდუქტები ისეა დამზადებული, რომ მათ არ სჭირდება სინთეზური ან „ბუნებრივის იდენტური“ კონსერვანტები.

ბუნებრივი კოსმეტიკისა და სამკურნალო პროდუქტების საწარმოო ჯაჭვში, ველედას დევიზი: „ბუნებასა და ადამიანთან ჰარმონიაში“ - მთავარ სამოქმედო პრინციპს წარმოადგენს. მისი ნედლეული, შესაფუთი მასალები და მზა პროდუქცია აკმაყოფილებს მრავალრიცხოვან კრიტერიუმებს, როგორიცაა შესაბამისობა საკანონმდებლო მოთხოვნებთან, GMP-ს (Good Manufacturing Practice) სტანდარტებთან,  ფარმაკოპეასთან და წარმოებისა და გაყიდვის ნაციონალურ სამართლებრივ ნორმებთან. ველედა განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობს ნედლეულის მატერიალურ და ეკოლოგიურ ხარისხს და სავაჭრო პროცესის სოციალურ ხარისხს.

შეიტყვეთ მეტი

მზარდი კულტურა

დაარსების დღიდან, სამკურნალო მცენარეთა ბაღი ველედას საქმიანობის უმნიშვნელოვანეს ნაწილს შეადგენს.

ველედას ბაღები

ნედლეულიდან საბოლოო პროდუქტამდე

გადამუშავების სწორი მეთოდის გამოყენება, იქნება ეს დისტილაცია, გამოწვლილვა თუ პოტენცირება, ნედლეულს ადამიანის საჭიროებისთვის გამოსაყენებლად გარდაქმნის.

წარმოება

ჯერ დათესე და მერე მოიმკეო

ბუნებრივია ველედას არ შეუძლია ყველა მცენარის მოშენება. მისთვის საჭირო სამკურნალო მცენარეების 3/4 ბიოლოგიური მეურნეობიდან ან სერთიფიცირებული ველური პოპულაციიდან გროვდება.

რესურსები

NATRUE და უფრო მეტი

ბუნებრივი კოსმეტიკა ყოველთვის არ არის 100% ბუნებრივი. NATRUE არის პირველი საერთაშორისო აღიარებული ხარისხის ბეჭედი ორგანული და ბუნებრივი კოსმეტიკური პროდუქტების სერთიფიცირებისთვის..

სერთიფიკატები